ინციდენტი რუსთავის ერთერთ ტაძარში

2018-05-21 11:52:53

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, მე-12 მიკრო-რაიონში, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში უცნობი პირი შეიჭრა და მესანთლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რუსთავის საპატრულო ეკიპაჟი.  ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზნით შეიჭრა უცხო ადამიანი ტაძრის ტერიტორიაზე.