რამდენმა ადამიანმა მიმართა კლინიკას

2018-05-20 23:58:14

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ინფორმაციით ადამიანში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა თუმცა, ცხოველში ცოფის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, ცხოველში ცოფის შემთხვევა ახალ სამგორში დადასტურდა. იმ ადამიანებს კი რომლებსაც ცხოველთან კონტაქტი ჰქონდათ პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდათ. ასეთი 20 ადგილობრივი აღმოჩნდა, რომლებმაც დახმარებისთვის რუსთავის ანტირაბიულ განყოფილებას მიმართეს.