მანქანას ცეცხლი გაუჩნდა [video]

2018-05-20 21:50:32

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი ძრავში წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, მისი გამომწვევი მიზეზები კი ელექტრო სადენები დასახელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.