კოსტავას გამზირი ჩაბნელებულია.

2017-01-12 20:03:02

კოსტავას გამზირის გარე განათება ამ მომენტისთვის გათიშულია. როგორც "ინფო რუსთავს" განუცხადეს ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე გარე განათებისთვის ელექტრო ენერგიის შეზღუდვა იმის გამო ხდება რომ ელექტრო ჩამრთველი დატვირთვას ვერ უძლებს, ცხელდება და ავტომატურად ითიშიება. უმოკლეს ვადაში მოხდება უფრო მძლავრი ჩამრთველის დაყენება რის შემდეგაც კოსტავას გამზირის გარე განათება ჩვეულ რეჟიმში ჩაირთვება. აღსანიშნავია რომ პრობლემა პირველად 5 დღის წინ დაფიქსირდა, მას მერე ქუჩის განათება პერიოდულად ხდებოდა, თუმცა ჩამრთველის დატვირთვის შემდეგ ისევ ითიშებოდა.