როდის აღდგება წყალმომარაგება

2018-05-20 21:38:15

რამდენიმე უბანს ამ დროისთვის წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს, "ინფო რუსთავი" კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა კითხვით თუ როდის აღდგება წყლის მიწოდება. "ამ დროისთვის ყველა ადგილზე გასულია სამუშაო ჯგუფი. ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ არსებული პრობლემები მალე მოაგვარონ და აბონენტებს წყლის მიწოდება მოკლე დროში აღუდგეს" - განაცხადეს კომპანია "რუსთავის წყალში".