ავტომობილი თხრილში ჩავარდა [video]

2018-05-19 18:20:52

ავტომობილი თხრილში ჩავარდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლი, ორთაჭალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ნახეთ ვიდეო.