რას აცხადებენ ექიმები

2018-05-20 17:14:21

მოზარდი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად  მძიმეა. როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტი მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება და ჯერ კიდევ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.

შეგახსენებთ,რომ 2 დღის წინ რუსთავში, მე-17-ე მიკრორაიონის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა.

დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.