ქურდობის ფაქტი რუსთავში

2018-05-20 13:53:38

რუსთავში, თოდრიას გამზირზე "ნოვა ტექნოლოჯის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაზიანებულია 1 ჩასარიცხი ტერმინალის სეიფი, საიდანაც წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა. მდებარე მაღაზიის გამყიდველები აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყვეს როდესაც სამსახურში მივიდნენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს