ქათამში სალმონელა აღმოაჩინეს

2018-05-20 12:27:48

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან - Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti იმპორტირებული ფრინველის ხორცში 1 წლის განმავლობაში სალმონელას ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ინფორმირება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.