უძრავი ქონების ფასები რუსთავში.

2017-01-12 18:49:11

რუსთავში ბინებსა და კერძო საცხოვრებელ სახლებზე განსხვავებული ფასებია. უძრავი ქონების ღირებულება მის ფართობზე, არსებულ პირობებსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. რუსთავში 1-ოთახიანი ბინის შეძენა 9000 $-დან 25 000$-მდეა შესაძლებელი. 2-ოთახიანი ბინის ფასი კი 15 000$-დან 30 000$-მდე მერყეობს. 3 და მეტ ოთახიანი ბინების ფასები კი 20 000$ აშშ დოლარიდან იწყება და 98 000$ აშშ დოლარს აღწევს. უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ქალაქის შედარებით პრესტიჟულ უბნებშია. ბინები ყველაზე მოთხოვნადი და ამასთანავე ძვირადღირებულია კოსტავას გამზირზე, მეგობრობის ქუჩასა და ქალაქის შემოსასვლელში. რუსთავში კერძო სახლების ფასი კი 10 000$-დან იწყება და 100 000$-ს აჭარბებს. რაც შეეხება ბინების ქირაობას, ოთახების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, რუსთავში ქირის ფასი მინიმუმ 150$-დან მაქსიმუმ 400$-მდე მერყეობს. უძრავი ქონების გირაობა კი 7000$-დან 18 000$-მდეა შესაძლებელი. არსებობს ვარაუდი, რომ ლარიზაციის გეგმის ამოქმედების შემდეგ, რუსთავში საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდება.