ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

2018-05-19 15:41:47

საქართველოს ჩემპიონის, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში.

შეჯიბრში  2007-2009 წლებში დაბადებული სპოტსმენები 11 წონით კატეგორიაში მონაწილეობდნენ. საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებით, სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ. ტურნირს რუსთავი წელს მეთერთმეტედ მასპინძლობს.

ტურნირის ორგანიზატორია ააიპ "ქ.რუსთავის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი"