რაზე იმსჯელებენ შეხვედრაზე

2018-05-19 11:52:13

25 მაისს რუსთავში დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაინიშნა.

შეხვედრაზე რუსთავის ინდუსტრიულ პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, რაც განაპირობებს ქალაქში ახალი საწარმოების აშენებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

"რუსთავი საუკეთესო ქალაქია იმისთვის, რომ ბევრი წარმოება აღორძინდეს, სწორედ ამიტომ 25 მაისს ჩაინიშნა სხდომა, სადაც განხილული იქნება ის შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს ინდუსტრიული კუთხით განვითარებაში დაეხმარება" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.