დასუფთავების აქცია

2018-05-19 11:29:55

დასუფთავების აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები, ჭყონდიდელის დასახლებაში იმ ტერიტორიებს ასუფთავებენ სადაც რამდენიმე წელია სამშენებლო ნაგავი ყრია.

დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, ითიბება ბალახი და ხდება ტერიტორიის მოწესრიგება. ადგილზე მერის მოადგილე გოჩა ლორია იმყოფება, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს პირადად ეცნობა. ჭყონდიდელის დასახლებაში იმყოფებიან ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც.