პოლიციელი სამხედროს დაეჯახა

2018-05-19 10:09:57

ხურვალეთში მომხდარ ავტოსაგზაოშემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დიცის მკვიდრი, 23 წლის ვაჟა მინდიაშვილი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო. პირი რომელმაც ავტოაგზაო შემთხვევა მოახდინა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილია.

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებებს შსს აწარმოებს, ჩანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. თუმცა, შესაძლოა გამოძიება პრიკურატურამ გააგრძელოს, ვინაიდან არსებობს ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მინდიაშვილს პოლიციელი დაეჯახა.

ფოტო: ანა შეპკინა