როდის აღდგება წყლის მიწოდება

2018-05-18 23:46:41

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ გარდაბნის რაიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანია "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას.

სამუშაოები 19 მაისის დილის 11:00 საათისთვის, უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ქალაქ რუსთავში: მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.