რას აცხადებს რესტორნის მენეჯერი

2018-05-18 23:36:02

რესტორანი "სამეფო" ფუნქციონირებას ოფიციალურად აგრძელებს. რესტორნის ადმინისტრაციამ ჯარიმის სახით 1000 ლარი გადაიხადა, რის შემდგომაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხელახალი შემოწმების საფუძველზე, ობიექტს გახსნის უფლება მისცა.

რესტორანი "სამეფოს" მენეჯერი უმნიშვნელო დარღვევებს აღიარებს, თუმცა გასაჩივრების შემდგომ დადგინდა, რომ კრიტიკული შეუსაბამობები რესტორანში არ არსებობს. დარღვევები ეხებოდა გამწოვებზე არსებულ კონდესანტებს, სამზარეულოში მწერების არსებობას და ინვენტარის სისუფთავეს. "რესტორანში დაფიქსირდა უმნიშვნელო ხარვეზები, რომლისგანაც დაზღვეული არცერთი კვების ობიექტი არ არის, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს დაწესებულება კონტროლდება და იწმინდება, ასევე დეზინფექცია უტარდება რესტორანის სამზარეულოში არსებულ ყველა ინვენტარს. რესტორანი არ დახურულა არც გუშინ, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძეთ მუშაობა, ხოლო დღეს შემოწმების შემდგომ მივიღეთ ოფიციალური განკარგულება გახსნის თაობაზე. კარგია რომ ასეთი სამსახური არსებობს, ეს გამოსაფხიზლებელი იქნება ბევრი ადამიანისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, რესტორანი “სამეფოს“თითოეული წარმომადგენელი  სამუშაო საათებში აქტიურად ზრუნავს ობიექტის სისუფთავესა და მაღალ ხარისხზე."- განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

რესტორანში შემოწმებაზე სურსათის უვნებლობის სამსახური 17 მაისს შევიდა.