ქალაქში ახალი სანათები მონტაჟდება

2018-05-18 18:11:47

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამუშაოებს ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის’"თანამშრომლები მოდებაძისა და ლეონიძის ქუჩებზე აწარმოებენ, სადაც ძველი ნათურების ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება ხდება.

რუსთავის მერიამ ქალაქის გარე განათების რეაბილიტაციისთვის, 600 დიოდური სანათი შეიძინა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარე განათების ქსელის განახლება, ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა უბანში მოხდება.