რას ამბობენ ექიმები

2018-05-18 15:09:24

მოზარდი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა რეანიმაციაშია

11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა – ამის შესახებ  ინფო რუსთავს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით გოგოძე აცხადებს, რომ მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"პაციენტი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, სამედიცინო დაწესებულებაში,მრავლობითი მოტეხილობებით, ფილტვის დაჟეჟილობით და თავის ტრამვით  შემოიყვანა, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია"- ექიმი დავით გოგოძე

შეგახსენებთ,რომ დღეს დილით, რუსთავში, მე-17-ე მიკრორაიონის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა.

დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.