რუსთავში რამდენიმე რესტორანი დროებით დაიხურა [video]

2018-05-17 23:41:01

რუსთავში რამდენიმე რესტორანს ფუნქციონირება შეუჩერდა. კვების ობიექტები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს და დროებით დახურეს. რესტორნებიშ ჩამონათვალში მოხვდა რამდენიმე მსხვილი ობიექტი, მათ შორის "სამეფო" და "თამადა". "სამეფოს" მენეჯერი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მათ ძალზედ უმნიშვნელო შენიშვნები მისცეს და ამის გამო რესტორნისთვის ფუნქციონირების შეჩერებას უსამართლოდ თვლიან. მსგავსი შემოწმება იყო "თამადაშიც" რომელიც ასევე 1000 ლარით დააჯარიმეს და ფუნქციონირება შეუჩერეს. არსებული ინფორმაციით ქალაქის მასშტაბით მხოლოდ მაისის თვეში 10-ზე მეტ ობიექტს შეუჩერდა ფუნქციონირება, ესენი არიან საცხობები, საშაურმეები და კვების სხვა ობიექტები. დეტალები ნახეთ ვიდეოში.