"რუსთავი" vs "ქუთაისი"

2018-05-17 22:49:17

რუსთავის საკალათბურთო დარბაზში "რუსთავი" "ქუთაისს" დაუპირისპირდა. აღსანიშნავია რომ "რუსთავმა" გასვლაზე ქუთისში 1 წააგო და 1 მოიგო, ამიტომ სახლში თამაშსს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. დარბაზი გაივსო, თამაში კი მერის მისალმებით დაიწყო.

თავიდან გუნდები საკმაოდ ფრთხილობდნენ, ამიტომ შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მატჩის პირველი ნახევარიც ერთქულიანი სხვაობით 33:32 რუსთაველთა სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი ქუთაისელებმა მაღალი ტემპით დაიწყეს და შეძლეს რომ რამდენიმე ქულით წინ გასულიყვნენ. რუსთაველებმა ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, თამაშის მიწურულს კი დარჩენილი იყო 21 წამი და სხვაობა 5 ქულა. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ფიქრობდა რომ რუსთავი დამარცხდა, თუმცა რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა სასწაული მოახდინა და ბოლო წამებში, შეძლო რომ მეტოქეს დაწეოდა. ცეკვავას ზუსტმა საჯარიმოს შესრულებამ თამაშის ძირითადი დრო ფრეზე დაასრულა. დამატებით დროში კი რუსთაველებს ფსიქოლოგიურ უპირატესობასთან ერთად თამაშიც კარგად წაუვიდათ და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 76:64 დაასრულეს.

ფინალისთვის ბრძოლა გრძელდება და "რუსთავი" "ქუთაისს" ხვალ 18:30 საათზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. მოდი ხვალ რუსთავის საკალათბურთო დარბაზში და უგულშემატკივრე შენს გუნდს.