ქვეითთა გადასასვლელები მოიხატა

2018-05-17 17:42:39

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გონაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის ორივე მხარეს არსებული ქვეითთა გადასასვლელები მოიხატა.
აქციაში რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ გადასასვლელი თემატურად მოხატეს.
აქტივობა რუსთავის მერიის ააიპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის"  ინიციატივით გაიმართა.