რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

2018-05-17 16:53:04

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან სახალხო მსვლელობა მოეწყო.
მსველობა მუნიციპალური თეატრის მიმდებარე სკვერში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავლების ბაღი გააშენეს.
"პატრიარქის კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, უფალმა პირველად ადამიანი შექმნა, აკურთხა ოჯახი და მოგვიწოდა ერთობისთვის. ყველას თავისი მისია აქვს ამ ქვეყანაზე, ბუნებით ერთია კაცი, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი მამობის და დედობის ფუნქცია, რომელიც აუცილებელია გამრავლებისთვის, აღორძინებისთვის, სიკეთისა და ძლიერებისთვის"- განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა.