გია კორკოტაშვილი დააკავეს [video]

2018-05-17 15:44:13

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულად კი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მარშის ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ კორკოტაშვილი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა დააკავეს და ავტომანქანაში ჩასვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კორკოტაშვილი ორთაჭალის განყოფილებაში გადაჰყავთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ნახეთ ვიდეო