"ნაციონალური მოძრაობა" გაიყო.

2017-01-12 15:04:10

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას გუნდმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ გააკეთა. ბოკერია-უგულავას გუნდი ახალ პოლიტიკურ  გაერთიანებას ქმნის. ”დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, ჩემთვის პირადად ეს არის ემოციურად  უმძიმესი განცხადება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას, დღეიდან ეს ძალა იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მამუკა ჩიქოვანი და აჰმედ იმაკულიევი ბოკერია-უგულავას გუდთან ერთად ტოვებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

დეპუტატები რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს - დავით ბაქრაძე, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, სერგო რატიანი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე და გიორგი ტუღუში.

დეპუტატები რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში დარჩნენ - ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.