ახალი ნაგვის ურნები რუსთავში

2018-05-24 13:34:35

კოსტავას გამზირის შემდეგ ახალი ნაგვის ურნები ფიროსმანის ქუჩაზე დადგეს.

"რუსთავსერვის ცენტრმა" ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ფიროსმანის ქუჩაზე განათავსა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალ ურნებს ეტაპობრივად ქალაქის სხვა ქუჩებზეც დადგავენ. რაც შეეხება ძველ, ლითონის კონტეინერებს, ისინი ქალაქის პერიფერიებში განთავსდება. შეგახსენებთ,რომ დასუფთავების მანქანებს მყარი ნარჩენები ქალაქის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 2–ჯერ გააქვთ.