საყოველთაო ჯვრისწერა რუსთავში

2018-05-17 12:49:51

საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორეს კურთხევითა და რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით რუსთავის ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა.

ჯვარი დაიწერეს, როგორც ახალგაზრდა წყვილებმა, ასევე იმ წყვილებმაც რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიალს ქალაქის მერი და თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყვილები და ჩოხოსნები ვახტან გორგასლის სახელობის ტაძრიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობენ. მსვლელობის მონაწილეები მუნიციპალური თეატრის მიმდებარე სკვერში ყვავილებს დარგავენ.