რას აცხადებენ ინტერტრანსში

2018-05-17 11:47:21

ინფო რუსთავი დაინტერესდა როდიდან ჩაირთვება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემა.

"ინტერტრანსი ზაფხულისთვის კონდიცირების საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე გაგრილების სისტემის გამართვის პროცესი მიმდინარეობს. გეტყვით,რომ დღეის მდგომარეობით 134 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაში კონდენცირების სისტემა უკვე მოწესრიგებულია. იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების მიხედვით, დაზიანებული კონდიცირების სისტემის შეკეთება მძღოლის ვალდებულებაა, კომპანია წელსაც ამ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. სანამ, მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის ჩართვის აუცილებლობა დადგება, მანამდე ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები კომპანიის საკუთრებაში არსებულ ყველა მიკროავტობუსს შეამოწმებენ, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს და მგზავრებმა ზაფხულის პერიოდში კომფორტულად იმგზავრონ.

ის მძღოლები რომლებიც გაგრილების სისტემას არ ჩართავენ, კომპანია მათ მიმართ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. პირველ ეტაპზე მძღოლს საყვედური გამოეცხადება, განმეორების შემთხვევაში რამდენიმე დღით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება, ფაქტის განმეორების შემდეგ კი კომპანიამ შესაძლოა დასაქმებულთან ხელშეკრულებაც გაწყვიტოს"- განაცხადა ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ