ქუთაისის მოედანზე სამუშაოები დაიწყო

2018-05-17 11:14:54

უახლოეს პერიოდში ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი მოწესრიგდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა გარკვეული სახის სამუშაოები უკვე დაიწყეს.

ქუთაისის მოედანზე ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე ზეთის ხილის ხე, დეკორატიული ხე-მცენარეები და ფერადი ყვავილები დაირგვება.

ქალაქის ცენტრალური ნაწილის პროექტის მსგავსად, ანალოგიური ტიპის სამუშაოები ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე განხორციელდება. ესენია შარტავს გამზირი და თოდრიას წრე. აქაც გამწვანება მოეწყობა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხე-მცენარეები.