წყლის მიწოდება ერთი დღით იზღუდება

2018-05-17 11:06:02

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს 19 მაისს წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს. ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ახორციელებს ,,მარანის“ ახალი 110 კვ-იანი ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობას, რის გამოც აუცილებელია ელ. ენერგიის გათიშვა ,,მარანის“ ხაზზე. აღნიშნული ხაზის გამორთვის მიზანია მოხდეს ახალი, 110 კვ-იანი ხაზის დაერთება, რომ შემდგომ დღეებში, თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე,  ძველი საყრდენების დემონტაჟი განხორციელდეს. აღნიშნული სამუშაოები, გარდაბნის ტეროტორიაზე ახალი, ნახშირზე მომუშავე  300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მაისს 15.00. სთ-დან 19 მაისის 11.00. სთმდე  სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება რუსთავს.