ხანძარი მესხიშვილის ქუჩაზე [video]

2018-05-17 10:26:18

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ცეცხლი ლიფტის შახტაში სავარაუდოდ ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლოციის ეკიპაჟები. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, თუმცა იმის გამო რომ იყო ძლიერი დაკვამლიანება მეხანძრეებმა მოსახლეობას ბინების დატოვებისკენ მოუწოდეს, მაშველებმა კორპუსიდან მცირეწლოვანებიც გაიყვანეს. ინტოქსიკაცია მიიღო 50 წლამდე ქალმა, მას სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. უსაფრთხოების მიზნით კორპუსში ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეზღუდული იყო. ნახეთ ვიდეო.