"მოწმემ კირკიტაძის ბრალეულობა გამორიცხა".

2017-01-12 13:33:12

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. პროკურატურა კირკიტაძეს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სპეცტექნიკის არამიზნობრივ გამოყენებას ედავება. საქმესათან დაკავშირებით დღეს, ბრალდების მოწმე დაიკითხა. როგორც დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, მოწმემ კირკიტაძის ბრალეულობა გამორიცხა და აღნიშნა რომ სპეცტექნიკა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მხოლოდ ორჯერ იქნა გამოყენებული, სტიქიური უბედურების დროს. 

პროკურატურა დავით კირკიტაძეს 332 მუხლის I ნაწილით ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დავასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 3 თებერველს გაიმართება.