რუსთაველ პოლიციელზე თავდასხმის საქმე

2018-05-22 19:41:53

პირს, რომელმაც პოლიციელს თავში რკინის მილი ჩაარტყა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფაში ბრალდებული დ.ს. სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე  დ. ს.  რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს მ.ბ.-ს  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს, კერძოდ: მარჯვენა ხელის ქურთუკის მკლავში შეცურებული რკინის მილი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც გამომძიებელმა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ქალა ტვინის ღია ტრავმის და მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ბრალდებულ დ.ს.-ს . მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე