ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [VIDEO]

2018-05-16 13:25:11

რუსთავში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა. შემთხვევა გზირიშვილის ქუჩაზე მოხდა. 50 წლამდე მამაკაცი,  Land Rover-ის მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი შვილის გამოსაყვანად სკოლაში მიდიოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ნახეთ ვიდეო.