16 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-05-15 18:16:57

რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მაისს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 1 429 აბონენტს რუსთავში. კერძოდ: მეგობრობის, გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის,თავგორაშვილის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებს.

შეზღუდვა შეეხება ასევე: მშვიდობის ქუჩას,კონკრეტულად კი 8 აბონენტს 12:15 საათიდან 17:15 საათამდე .

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.