თამარ ხულორდავა ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე

2018-05-15 17:51:12

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია, ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რადგან აქამდე ამ საკითხზე პარლამენტში მსჯელობა არ მიმდინარეობდა. ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ წილად ალბათ დავაგვიანეთ კიდეც ამ ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ  მე დარწმუნებული ვარ ძალიან მოკლე ხანში იმ განცხადებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ"- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან და ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.