"ევროპის დღეები" რუსთავში

2018-05-15 17:23:50

რუსთავში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კულტურული ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. ევროპის კვირეულის ფარგლებში დაგგემილ ღონისძიებაში, რუსთავის მე-15 საჯაროს სკოლის 200-მდე მოსწავლე იყო ჩრთული.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ეპიცენტრი, რუსთავის ცენტრალური პარკი იყო.

"საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწყობა ევროპის კვირეული, დღეს რუსთავში ვართ და მოსწავლეებთან ერთად ავღნიშნავთ ევროპის დღეებს.ღონისძიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები სახალისო თამაშებში არიან ჩართულები, რომელიც უკავშირდება ევროკავშირს და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას. ღონისძიების ორგანიზებაში დაგვეხმარა  სკაუტური ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. მიზანი არის ის, რომ მოსწავლეებმა გაიგო თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას" -განაცხადა პარლამენტის  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ

ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.