რას აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში

2018-05-15 15:12:25

სამშენებლო ნაგავის გადაყრა რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე არსებულ ნაგავსაყრელზეა შესაძლებელი.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც სადარბაზოებში არსებული სამშენებლო ნარჩენების განთავსებისთვის, მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყო.

რუსთაველების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ სარემონტო-სამშენებლო ნაგავს ვერ ყრიან, რადგან ამისთვის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორია არ არის გამოყოფილი.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით რუსთავსერვის ცენტრს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეებს სამშენებლო ნაგავის გადაყრა ბალანჩივაძის ქუჩაზე არსებულ ნაგავსაყრელზე შეუძლიათ. სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ სამშენებლო ნაგავი შედის.