გმირი სამოქალაქო თავდადებისთვის

2018-05-15 13:26:56

რუსთავის N11 საჯარო სკოლაში ოთო გურგენიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

გმირულად დაღუპული რუსთაველი ახალგარდის მემორიალი, მისივე სკოლის ფასადზე გაკეთდა.

მემორიალური დაფის გახსნას რუსთავის მერი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

ახალგაზრდა პოეტის, ოთო გურგენიშვილის სკოლასთან, ოჯახის წევრები, პედაგოგები, მეგობრები და ადგილობრივი მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.

სკოლის ეზოში შეკრებილმა საზოგადოებამ სამოქალაქო თავდადებისთვის დაღუპული რუსთაველი ახალგაზრდა გაიხსენეს და მის თავდადებაზე ისაუბრეს.

აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა, ოთო გურგენიშვილის სახელის უკვდავყოფას ემსახურება.

ოთო გურგენიშვილი, 21 წლის ასაკში რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა მას დაეჯახა.

სამოქალაქო თავდადებისთვის ოთო გურგენიშვილს საქართველსო პრეზიდენტმა გმირის წოდება მიანიჭა.