სიახლე ქართველი ემიგრანტებისთვის

2018-05-15 11:48:31

უფასო აქცია ქართველი ემიგრანტებისთვის დღეიდან ამოქმედდა.

15 მაისიდან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. პასპორტებს კი ფასდაკლებით.

აქციით სარგებლობა სამი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აქციის მიზანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა.