"კამა" ბოლო 2 კვირაში 2-ჯერ შეამოწმეს

2018-05-14 23:04:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების საწარმო "კამა" ბოლო 2 კვირაში 2-ჯერ შეამოწმა.

კომპანიის დირექტორმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა რომ - "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საფუძვლიანად შეამოწმა საწარმო და შეიძლება თამამად ითქვას რომ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ საწარმო გამართულად და სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს."