საზარელი მკვლელობა

2018-05-14 19:02:43

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

შემთხვევა თბილისში, ვაზისუბანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობა, მამაკაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავცრელებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოხდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე თქმით, დაჭრილი მამაკაცი ეზოში იპოვეს რის შემდეგაც, სასწრაფო ეკიპაჟი გამოიძახეს.

გახარიას უწყებამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.