პრეზიდენტის სიძე დაჭრეს.

2017-01-11 23:15:57

რამდენიმე წუთის წინ, დაპირისპირების დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.შემთხვევა თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე მოხდა. პრეზიდენტის სიძე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118  და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გოგოჭურს ცეცხლასასროლი იარაღიდან ესროლეს.