შეხვედრა შსს-ში

2018-05-14 14:10:27

შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის მონაწილეებს უწყებაში შეხვდა. აუდიენცია მხარეებს შორის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა, -აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ "ეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებთან აუდიენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

" ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლმა და მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის" - განაცხადა შსს-ს მინისტრმა

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, თუ შეხვედრის ფორმატმა არ გაამართლა ისინი ისევ აქციაზე გადაინაცვლებენ.


"დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა"
- ბექა წიქარიშვილი.

ბექა წიქარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ "უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი"