განათლების მინისტრის ბრძანება

2018-05-14 11:31:58

მე-11 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი 8 ივნისს დასრულდება. სწორედ 8 ში ექნებათ მათ ბოლო გაკვეთილები.(9-10 ივნისი უქმეებია)

როგორც განათლების სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, მე-11 კლასელებისათვის სასწავლო წელი ოფიციალურად 2018 წლის 11 ივნისს დასრულდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 11 მაისის №68/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო. ცვლილება მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხებათ.