"ვითხოვ ლეგალიზებას"

2018-05-13 23:44:39

ექსპრემიერმინისტრის და ამჟამად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შვილმა, რეპერმა ბერა ივანიშვილმა ნარკოტიკების ლეგალიზების შესახებ ახალი სიმღერა ატვირთა.  სიმღერა სახელწოდებით Legalize მომღერლის იუთუბ არხზე რამდენიმე საათის წინ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში გამოჩნდა.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა მარიხუანის ლეგალიზებას უჭერს მხარს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი უარყოფით კონტექსტში საუბრობს.

"ჩემი ქართველის ძმა ზის და ოთხ კედელში კარგავს წლებს,
ის უბრალოდ ეწევა შრეკის ფერს, ისე არ აშავებს არაფერს,
რაც მოდის მიწიდან ვერ ჩამდებს მიწაში,
რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში,
რომელიც მოგახვედრებს ისეთ სიზმარში,
ვეღარ გაგაღვიძებენ, ვერც კლინიკაში
ბარიგები კლავენ იმდენ ხალხს,
ვითხოვ ლეგალიზებას,
ჩემი ქართველი ძმა უკვე მეშვიდე წელს ამთავრებს,
ის უბრალოდ ეწეოდა შრეკის ფერს და არ აშავებდა არაფერს,
იმ დაკარგულ წლებს, დაკარგულ ძმებს,
გოგოს და ოჯახს ვინ დაუბრუნებს?
აგინებს სისტემას მოსამართლეს, ქვეყანას სადაც დამნაშავედ ცნეს,
ხელები აწიე მშWEED-ობისთვის
" - ასეთია სიმღერის ტექსტი.

შეგახსენებთ, ეს ბოლო პერიოდში ბერას მიერ გამოქვეყნებული მეორე პოლიტიკური შინაარსის სიმღერაა.