რუსთაველის გამზირზე სპეც.რაზმი გამოჩნდა

2018-05-13 22:14:05

რუსთაველის გამზირზე, სადაც "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად ულტრანაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

ქუჩის ორივე მხარეს რამდენიმე ასეულ სპეცრაზმელთან ერთად მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ვითარება დაძაბულია. კონტრაქციის წევრები "თეთრი ხმაურის" აქციაზე შესვლას ცდილობენ.