პრემიერის განცხადება ორდღიანი დუმილის შემდეგ

2018-05-13 21:15:01

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა.

“გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილიები, დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ემოციურად საუბრობენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი გუნდის პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხთან დაკაშირებით და მოუწოდა საზოგადოებას გაერთიანება იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება, ერთის მხრივ, ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფორო ჰუმანური მომხარებელების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება სრულიად სამართლაიანდ ამაყობს და რა თქმა უნდა, ეს, პირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის.

ის, რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი პრიორტიეტია, ეს ბოლოს სააათების მოვლენებმაც დაადასტურა." - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე