ესპანეთში ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს (ვიდეო).

2017-01-11 20:20:05

ესპანეთის ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ესპანეთში ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს. საფრანგეთისა და საქართველოს პოლიციის დახმარებით, ესპანეთში სპეც.ოპერაცია სახელწოდებით „აიკონ 2“  2016 წლის მარტში დაიწყო. არსებული ინფორმაციით,  დამნაშავეთა კლანში 9 სხვადსხვა დაჯგუფება შედიოდა და ისინი დანაშაულს მადრიდში, სევილიაში, მალაგაში, საბადელში, ბერსელონაში, ალიკანტესა და ბილბაოში ჩადიოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად 35 000 ევრო, ძვირადღირებული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ათასობით კოლოფი სიგარეტიამოიღებული.აღსანიშნავია ისიც,  რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებ ნაძარცვ თანხის უმეტეს  ნაწილ საქართველოში რიცხავდნენ. ქართველებთან ერთად ესპანეთის 8 მოქალაქეც დააპატიმრეს. ესპანური პოლიციის ინფორმაციით,მაფიის წევრების დაკავების შემდეგ ესპანეთში ჩადენილ დანშაულთა რიცხვი 27%-ით შემცირდება.