იტალიის პოლიციამ 39 წლის ქართველი დააკავა

2018-05-13 12:51:24

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. Bolognatoday-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ბოლონიაში მოხდა.

39 წლის პირმა 74 წლის ქალს ჩანთა მოპარა და გაიქცა, მის შეჩერებას მოქალაქეები შეეცადნენ. დევნის პროცესში კი საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე გამვლელი წააქცია, რომელთაგან ერთერთმა თავის არეში მიიღო დაზიანება.

პოლიციამ ბრალდებულის დაკავება მოახერხა, მას მოპარული ჩანთა და ბინის საკეტების გასატეხი მოწყობილობა აღმოუჩინეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარსდგება.