რუსთაველზე კარვები აშალეს

2018-05-13 10:07:58

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარვები პოლიციამ აშალა. აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ მოსთხოვა კარვების აშლა და გზის გათავისუფლება. სამართალდამცველების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციელები მივიდნენ, კარვები დაშალეს და წაიღეს.

ამ დროისთვის ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ.

არსებული ინფორმაციით რამდენიმე პირი პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.

მოძრაობა "თეთრი ხმაური" პარლამენტის წინ აქციის გამართვას დღეს 15 საათზე აპირებენ. ისინი კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს გმობენ და პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი